Friday, April 1, 2011


  
  დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბინებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება— ადამიანი. 2009 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით დედამიწაზე 6 803 000 000 ადამიანი ცხოვრობს.      
                                                         (გლობალური პრობლემების გეგრაფიის სახელმძღვანელო)                                                                                                                                                 











        დედამიწაზე ხშირია ბუნებრივი სტიქიური მოვლენები. გამოვლენილ  სტიქიურ მოვლენათა სპექტრი მრავალფეროვანია,თუმცა მათ გეოგრაფიულ გავრცელებაში გარკვეული კანონზომიერება შეინიშნება. კაცობრიობის განვითარების პერიოდში არაერთი კატასტროფა დაფიქსირდა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდი ხასიათდება სტიქიური მოვლენების გააქტიურებით,რაც ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია უყაირათო ბუნებათსარგებლობასთან. ადამიანი მიუხედავად თანამედროვე ტექნიკისა მათ შეჩერებას ვერ ახერხებს. სტიქიური მოვლენების შედეგად, კაცობრიობისადმი მიყენებული ყოველწლიური მატერიალური  ზარალი ასეულობით მილიარდი დოლარით განისაზღვრება,ხოლო ადამიანთა მსხვერპლი ათასობით.

                                                        (გლობალური პრობლემების გეგრაფიის სახელმძღვანელო)                                                                                                                                                 










                        www.puskacha.blogspot.com