არადედამიწისეული სტიქიური მოვლენები


          
  არადედამიწისეული ტიპის სტიქიური მოვლენების წარმოშობის პირობაა კოსმოსური.
ამგვარი მოვლენებია : მეტეორებისა და ასტეროიდების ჩამოვარდნა; კომეტებთან შეჯახება და მზის აქტივობა.



მეტეორები და ასტეროიდები


                                 www.yvelaferi.files.wordpress.com

       


ნატეხებს, რომლებიც პლანეტის ზედაპირზე ეცემა მეტეორიტი ეწოდება.. დღემდე მეტეორიტის დაცემის შედეგად ადამიანთა დაღუპვის შემთხვევები ცნობილი არ არის.. თუმცა 1911 წელს ეგვიპტეში მეტეორიტის ჩამოვარდნას ძაღლი ემსხვერპლა… საცოდავი ხსოვნა იყოს მისი .. ბერინჯერის კრატერი რომელიც ამ სურათზეა ნაჩვენები 50 000 წლის წინ წარმოიქმნა, როდესაც აქ რკინის 10 000 ტონიანი ლოდი ჩამოვარდა. დედამიწაზე ამაზე დიდი მეტეორიტებიც ეცემა, თუმცა ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა.. მეცნიერთა აზრით, დინოზავრების გადაშენება 65 მილიონი წლის წინ ცენტრალურ ამერიკაში 10 კილომეტრი სიგანის ასტეროიდის დაცემის შედეგი იყო. 
   ასტეროიდი რომელსაც “იდა” ეწოდება, რომელიც სიგრძით 52 კილომეტრს აღემატება. იდა რომ დედამიწაზე ცამოვარდეს გაქრება სიცოცხლის ყველა ფორმა ბაქტერიების გარდა.. ხმელეთს ცეცხლოვანი ტალღები გადაუვლის, დაიწყება ოკეანის დიდი მოქცევები, მიწისძვრები და ლავის მასიური ამოფრქვევა.. ცაში ავარდნილი მტვერი რამდენიმე წლით დაჩრდილავს მზის სინათლეს..
გავიხაროთ რადგან ეს ასტეროიდი დედამიწის მიმართულებით არ მოძრაობს..
    მეცნიერების გათვლებით დედამიწას 2030 წლისთვის საკმაოდ დიდი ასტეროიდი შეიძლება შეეჯახოს მაგრამ მათი მტკიცებით ამ დროისთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით მის ასე ვთქვათ 
                                                                                                        www.yvelaferi.wordpress.com





www.yvelaferi.files.wordpress.com
  




 მზის აქტივობა
    დროდადრო მზის ატმოსფეროში წარმოიშობა ე.წ. აქტიური არეები, რომელთა რაოდენობაც რეგულარულად მეორდება საშუალოდ ყოველი 11 წლის შემდეგ. აქტიური არეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა ფოტოსფეროში შემჩნეული მზის ლაქები. პერიოდს, როცა ლაქები სულ არ შეინიშნება, მზის აქტიობის მინიმუმი ეწოდება. მინიმუმის შემდეგ მზის ეკვატორის გასწვრივ ორივე მხარეს ჩნდება ლაქების ზოლები, რომელთა ინტენსიურობაც თანდათან იზრდება. სამ-ოთხ წელიწადში დგება მზის აქტივობის მაქსიმუმი. მერე მზის აქტივობა თანდათან ეცემა და დაახლოებით თერთმეტი წლის შემდეგ კვლავ მინიმუმი მეორდება. მაქსიმუმის დროს შეიმჩნევა მზის აქტიური არეების აფეთქების მსგავსი მკვეთრი ნათება. ხშირია ამოფრქვევა, რომლის დროსაც აირის გიგანტური შადრევნები, პროტუბერანცები, ზედაპირიდან ათასობით კილომეტრზე გამოიტყორცნება და წამში 1000 კმ-მდე სიჩქარეს ანვითარებს. ეს პროცესი რამდენიმე საათს ან რამდენიმე დღეს გრძელდება. ამოფრქვევა გავლენას ახდენს დედამიწის ტროპოსფეროზე (ატმოსფეროს იმ ნაწილზე, რომელიც განაპირობებს ამინდს ჩვენს პლანეტაზე), აგრეთვე ბიოსფეროზე და, მაშასადამე ადამიანზეც.                                                                                                                              www.ucnauri.com