დედამიწისეული სტიქიური მოვლენები


  • მეტეოროლოგიურ-კლიმატური,რაც აერთიანებს შემდეგი სახის  მოვლენებს:
სიცხე ,გვალვა, მტვრიანი ქარიშხლები, ქვიშისა და თოვლის ნამქერი,
ელვა, სხვადასხვა ქარები: შტორმი, ტორნადო, ქარბორბალა და სხვა. 
ყინვა, სეტყვა ,ნისლი, წვიმა და ა.შ.





გვალვა – ბუნებრივი მოვლენა, რომლის ჩამოყალიბებაში ერთდროულად მოქმედებს
ერთმანეთისგან დამოუკიდებელი 
ფაქტორები– ხანგრძლივი უნალექობა,
მაღალი ტემპერატურა და ჰაერის დაბალი ფარდობითი ტენიანობა.
გვალვის ერთ–ერთი ყველაზე არსებითი მაჩვენებელია
 გაზაფხულზე ტენის შემცველობის ოდენობა
ნიადაგის მცენარეთა ფესვთა სისტემის განვითარების ზონაში. 
ტერიტორიის ტენით უზრუნველყოფის კრიტიკულ ნორმად მიღებულია
ნალექების ჯამი ვეგეტაციის პერიოდში 150–200 მმ საზღვრებში.  
როგორც მკაცრი გვალვა.                                                                                        
    www.ka.wikipedia.org





    თოვლი — ატმოსფერული ნალექის სახე, რომელსაც კრისტალიზებული წყლის ყინულის ფორმა აქვს და მრავალი ფიფქისგან შედგება, რომლებიცღრუბლებიდან ცვივა. თოვლს ღია და შესაბამისად რბილი სტრუქტურა აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის გარე წნევითაა დაწნეხილი.   www.1.bp.blogspot.com





 ტორანადო (ხშირად მოიხსენიება როგორც ციკლონი) არის ძლიერი, საშიში, მბრუნავი ჰაერის სვეტი, რომელიც დედამიწის ზედაპირს ეხება და ღრუბლების შეჯახების დროს წარმოიქმნება. ტორნადო სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა.
www.burusi.files.wordpress.com







ელვა — გიგანტური ელექტრული განმუხტვა ატმოსფეროში
რომელსაც თან სდევს ქუხილი
ელვას წინ უსწრებს ღრუბლის დაელექტროება,
სხვადასხვა ნიშნით დამუხტული ნაწილაკების განცალება და მნიშვნელოვანი
მოცულობის მუხტების წარმოქმნა.
უარყოფითი მუხტი უპირატესად ღრუბლის ფუძის არეში გროვდება,
დადებითი კი - ზემოთ,  
დედამიწის ზედაპირი ინდუქციით დადებითად იმუხტება.
განარჩევენ წრფივ, ბრტყელსა და ბურთისებრ ელვებს.
ყველაზე უკეთ შესწავლილია წრფივი ელვა
(განსაკუთრებით ღრუბელსა და დედამიწას შორის). 
ზონაში, სადაც ელექტრული ველის დაძაბულობა 
მიაღწევს კრიზისულ მნიშვნელობას, 
 ჰაერის თავისუფალი ელექტრონები
დიდი სიჩქარით მიისწრაფვის დედამიწისაკენ
და ჰაერის ატომებთან შეჯახებით იწვევს დარტყმით იონიზაციას.
www.ka.wikipedia.org


  ნისლი — ეს იგივე ღრუბლებია, რომლებიც დაბლა, დედამიწასთან ახლოს ეშვებიან.

[scan0006.jpg]
  www.2.bp.blogspot.com


   სეტყვა — ატმოსფერული ნალექი, რომელიც შედგება ყინულის სხვადასხვა ზომის (5-55 მმ; იშვიათად 130 მმ-მდე) სფერული ნაწილაკების, ან ნატეხებისაგან. სეტყვის მარცვალს შრეებრივი აგებულება აქვს - არსებობს 1 მმ სისქის გამჭვირვალე და ნახევრად გამჭვირვალე შრეები. სეტყვა, ჩვეულებრივ ელჭექისა და თავსხმის დროს იცის, უმთავრესად წლის თბილ პერიოდში. www.ka.wikipedia.org

  • ჰიდროლოგიური---- წყალმოვარდნა,ძლიერი ტალღები.
www.images.beef.ge


   წყალდიდობა — იტბორება უზარმაზარი ტერიტორიები, მთლიანად, პარალიზებულია ადმიანის საქმიანობა. მოიცავს არაერთი მდინარის აუზს, აღინიშნება 100-200 წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად. ამგვარი წყალდიდობა იწვევს ადამიანთა მსხვერპლს, უდიდეს მატერიალურ ზარალს.
  წყალოვარდნა — წყლის დონის უეცარი მატება, განპირობებული თავსხმა წვიმებითან თოვლის ინტენსიური დნობით. წყალმოვარდნა ძნელადპროგნოზირებადი მოვლენაა.









  • ჰიდროლოგიური და გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური ----ღვარცოფი  

  •      ღვარცოფი – კომპლექსური გეოლოგიურ–გეომორფოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა,მაღალი კონცენტრაციის წყალგრუნტოვანი ნაკადის მოძრაობა დინარის ან ხრამის კალაპოტში, რისი გამოვლინებაც განპირობებულია რელიეფის ძლიერი დანაწევრებით, ფერდობებისადა კალაპოტების ძლიერი დახრილობით,დენუდაციური და ეროზიული პროცესების ინტენსიური განვითარებით, თოვლის ინტენსიური დნობით, ბუნებრივი ან ხელოვნური კაშხლები წყალსატევებიდან გადმოხეთქილიწყლებით და ძლიერი თავსხმა წვიმებით.                                                                         www.ka.wikipedia.org

  • გლაციალურ-მეტეოროლოგიური--ზვავი,მყინვარების ჩამოწოლა,კლდეზვავი
    ზვავი - მთის ფერდობზე მოძრავი თოვლის მასა.
ზვავი სტიქიური, ხშირად კატასტროფული მოვლენაა. იგი უპირველეს ყოვლისა, მთებთანაა დაკავშირებული.
  • გეოლოგიური---- მიწისქვეშა ხანძარი.
  • გეოლოგიურ-ტექტონილური--- ვულკანების ამიფრქვევა, მიწიძვრა ,ტალახის ვულკანების ამოფრქვევ
   ვულკანი -(ლათ. Volcanus, Vulkan– ვულკანუს) კონუსისებური მთა, რომელიც შექმნილია დედამიწის ზედაპირზე დედამიწის ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად. განასხვავებენ მოქმედ და ჩამქრალვულკანებს.
აფეთქების სიძლიერის მიხედვით ვულკანი სამი სახისაა: შედარებით მშვიდი, ძლიერი და ძალიან ძლიერი.
ვულკანიდან ნივთიერება სამ მდგომარეობაში ამოიფრქვევა: თხევადია - 
ლავა, მყარია - ვულკანური ფერფლი, მტვერი, ტალახი და ქვები, გაზობრივი - წყლის ორთქლი,ნახშირორჟანგი და სხვა. გავარვარებული ლავა სწრაფად მოძრაობს ვულკანის მთის ფერდობზე, ანადგურებს ყოველივე ცოცხალს, ფარავს და ასწორებს ხმელეთის ზედაპირს. ვულკანის ამოფრქვევისას, ფერფლთან და მტვრის უწვრილეს ნაწილაკებთან ერთად, ხშირად დიდი მოცულობისა და რაოდენობის მყარი მასალა
ც გამოიტყორცნება, რაც ლავაზე არანაკლებ საშიშია.
www.movlenamovlena.blogspot.com


   მიწისძვრა – ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია იმისთვის, რომ შესამჩნევი იყოს ადამიანისთვის. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი.








www.2.bp.blogspot.com




  • ტექტონიკურ-ჰიდროლოგიური---ცუნმი
   ცუნამი (იაპ. 津波), ოკეანის ძალიან დიდი სიგრძის გრავიტაციული ტალღები, რომლებიც უმთავრესად წარმოიქმნება ფსკერზე ან სანაპირო ზოლში მომხდარიმიწისძვრის (რიხტერის სკალით 6,5 ბალზე მეტი სიძლიერისა და ჰიპოცენტრით 50 კმ-ზე ნაკლებ სიღრმეზე), ვულკანური მოქმედებისა და სხვა ტექტონიკური პროცესების შედეგად.                                                  www.movlenamovlena.blogspot.com







www.3.bp.blogspot.com


  • გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური----მეწყერი,ქვათაცვენა,უფსკრული,ხრამი
  
    მეწყერი მიწის მასების ან ქანების ფენის მოწყვეტა და გადაადგილება მთის კალთაზე ან ფერდობზე სიმძიმის ძალის გავლენით. მეწყერი უფრო ხშირად იქ წარმოიქმნება, სადაც წყალშემკავებელი  და წყლიანი  ქანები ერთმანეთს ენაცვლება და შრეთა დაქანება კალთის დაქანების თანხვედრილია.                                                    www.lipa-daji.blogspot.com